weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

14:21 სამშაბათი, 01 მაისი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით ნახევარი ჰექტარი დაიწვა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად ხმელი ფიჩხები და ბუჩქნარი იწვოდა. ამ დროისთვის ცეცხლის კერა აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. რა დროში მოხდება მთლიანად ლიკვიდაცია, ეს ქარზეა დამოკიდებული. გარშემო თხრილებია გაკეთებული და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - აღნიშნა თორნიკე გვაზავამ. 

მისივე თქმით, ტყეში ცეცხლი სავარაუდოდ ადამიანის დაუდევრობით გაჩნდა. 

ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება. 

საკირეს ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. იმის გამო, რომ ადგილი მიუვალი და კლდიანია, ცეცხლის კერებთან სახანძრო მანქანებმა მისვლა ვერ შეძლეს. თორნიკე გვაზავას თქმით, ცეცხლის ლოკალიზება ხელით შეძლეს.

ტყე, სადაც ხანძარი იყო, სოფელ საკირედან შვიდი კილომეტრით არის დაშორებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]