weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„კანონიერი ქურდისთვის“ მხარდაჭერა და „გარჩევებში“ მონაწილეობა პატიმრობით დაისჯება

19:51 სამშაბათი, 01 მაისი 2018

ქურდულ შეკრებებსა და ე.წ. „გარჩევებში“ მონაწილეობა დღეიდან დანაშაულად ჩაითვლება და 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას გამოიწვევს. ასევე სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება „კანონიერი ქურდისთვის“ ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი შესაბამისი ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ცვლილებების თანახმად, კოდექსს რამდენიმე ახალი მუხლი დაემატა და სხვადასხვა ქმედებების კრიმინალიზაცია განხორციელდა.

- „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ანდა „კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს,  - ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.

- ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც წინასწარი განზრახვით აქტიური ქმედებით უწყობს ხელს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე, ხოლო თუ იგივე ქმედებები ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, -თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

ამასთან, დანაშაულად არ ჩაითვლება ქურდული სამყაროსწევრისთვის ანდაკანონიერი ქურდისთვისსაკვების, ტანსაცმლის, პენიტენციურ დაწესებულებაში კანონით ნებადართული ნივთის გადაცემა, პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იმწუთიერი ქმედების განხორციელება, აგრეთვე კანონიერი პროფესიული და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება (მაგალითად, ექიმის, ადვოკატის, ნოტარიუსის და სხვა).

- „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა, რაც მიზნად ისახავს „ქურდული გარჩევის“ განხორციელებას, თავისთვის ანდა სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე გავლენის მოხდენას,  მიუხედავად იმისა, განახორციელდა თუ არა რაიმე ქმედება ან დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 7 წლამდე.

- თუ ამგვარი ქმედების შედეგად მესამე პირი წინასწარი შეცნობით მიიღებს მატერიალურ სარგებლს ან მატერიალურ უპირატესობას, იგი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 7 წლამდე, ხოლო თუ ამ დანაშაულმა მძიმე შედეგი გამოიწვია, - თავისუფლების აღკვეთით 4-დან 8 წლამდე.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი პირი, თუკი იგი ამის შესახებ ნებაყოფლობით განუცხადებს საგამოძიები ორგანოებს და მათთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ასევე თუ მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნება ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები.

გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად სასჯელი გამკაცრდა „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს წევრობისათვის“. კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება (ნაცვლად 5-დან 8 წლამდე პატიმრობისა), ხოლო „კანონიერი ქურდობა“, -  7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობის ნაცვლად, 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]