შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, დამნაშავის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.