weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახმეტაში გამართულ დოღზე მხედარი დაშავდა, ცხენი კი მოკვდა

23:48 სამშაბათი, 01 მაისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ახმეტაში, ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გამართული დოღის დროს მხედარი დაშავდა. 21 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული და ნეიროინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული ახალგაზრდა აჭარიდანაა. თვითმხილველების თქმით, მის ცხენს შეჯიბრისას სავარაუდოდ გული გაუსკდა და წაიქცა, მხედარი კი გადმოვარდა.

ახმეტაში ერეკლე მეფის სახელობის დოღი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრი სამ სახეობაში ჩატარდა: I - ინგლისური წმინდა სისხლი - 2 კმ. დისტანციაზე; II - უმაღლესი სისხლის ჯიშები: არაბული, ინგლისური, ახალთექური, კაბარდინული ჯიშები - 2 კმ. დისტანციაზე; III - ყველა სახეობა - 6 კმ. დისტანციაზე.

წმინდა სისხლის ცხენებსა და უმაღლესი სისხლის ცხენებს შორის 2 კილომეტრიან დისტანციაზე გარბენში პირველი ადგილი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ მხედარმა საბა ეხვაიამ დაიკავა. წმინდა სისხლის ცხენებს შორის მეორე ადგილზე პანკისის ხეობის მკვიდრი ქერიმ გაურგაშვილი გავიდა, მესამე ადგილზე კი - ისლამ ალხანაშვილი.

დოღში აჭარის, აბაშის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურიის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და ახმეტის საცხენოსნო კლუბები მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]