weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრალდებული მოსამართლეს - ციხეში დამტოვეთ, ქუჩაში ვცხოვრობ და არც სამუშაო მაქვს

11:01 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

58 წლის მამაკაცმა, რომელსაც ბრალი ელექტროსადენების ქურდობაში ედება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიოლეტა ფორჩხიძეს, გათავისუფლების ნაცვლად პატიმრობაში დატოვება სთხოვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბრალდებულის თქმით, მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და დასაქმებას ვერ ახერხებს.

„ბოლო წლები საპატიმროში ვიყავი. ერთი თვის გამოსული ვიყავი და ქუჩაში ვცხოვრობდი, სამუშაოს ვეძებდი. რამდენჯერ მივედი სამშენებლო კომპანიებთან და ვუთხარი, რამეზე მაინც მამუშავეთ-მეთქი, არ ქნეს. მე არ მინდა, რომ ჩემს საქმეზე დაიკითხოს ვინმე, არაფერს ვასაჩივრებ. თანახმა ვარ, პატიმრობა გაგრძელდეს“, – ციტირებს „ბათუმელები“ ბრალდებულის კომენტარს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი ქ.-მ გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კომერციული ფართობიდან, ასევე დუმბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინიდან, გამოსაყენებლად გამზადებული ელექტროსადენები მოიპარა. პროკურორ ზურაბ კონცელიძის თქმით, მოპარული ელექტროსადენები ქურდობის ერთ შემთხვევაში 200 ლარად შეფასდა, მეორეში – 150 ლარზე ნაკლები იყო. ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]