დაშავებულები მრავლობითი ტრავმებით ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს. ორი პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა გვითხრა, პაციენტებს მრავლობითი დაზიანებები აქვთ. 19 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.