„რომ არა ჩვენი მეობელი ზურა, რომელმაც დღეს სკოლაში წამსვლელ ბავშვებს შემთხვევით დაასწრო ადრე ადგომა და სადარბაზოში გასვლა, არვიცი რა უბედურება გველოდა. სწორედ მან შეამჩნია მესამე სართულზე კართან ხალიჩაზე ყუმბარა. „კალიცო“ მოხსნილი იდო, რომ ვინმეს ფეხი გაეკრა და აფეთქებულიყო. ჩემი შვილები ლიფტით არ დადიან და ყოველდღე ჩაირბებენ იმ ადგილს. წარმოიდგინეთ იმ ადგილზე ბავშვს რომ გაევლო იმ კაცამდე, ან იმ სახლის მცხოვრებელს რომ დაესწრო გარეთ გამოსვლა. ძალიან ცუდად ვარ ამაზე ფიქრით! ბავშვებს რამდენიმე წუთით დაასწრო ზურამ გარეთ გამოსვლა და კიბეებზე ჩამსვლელები უკან სახლში მოაბრუნა. პოლიცია და კრიმინალური ოპერატიულად მოვიდა და ახლაც მუშაობენ“, - წერს ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი.
ნიკოლოზ საკანდელიძე შპს „აგრო ფერმაში“ ფლობს 50%-ს; წილის 18.75%-ის მესაკუთრეა შპს „ლუკა“-ში; ასევე, სხვადასხვა საწარმოს პარტნიორია.
ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ დაიწყო გამოძიება ქსნის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილი ხელყუმბარის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს