weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

17:58 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ორი დღის წინ ბავშვი საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა. იგი კლინიკაში მოათავსეს. მეორე დღეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ, მოზარდი სახლში გაწერეს. ბავშვი მომდევნო დღეს ისევ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„ეს დაავადება აჭარის რეგიონში იშვიათად ფიქსირდება, წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი ავადდება. მენინგოკოქცემია სწრაფად პროგრესირებს, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ ორ დღეში მძიმდება. 2016 წლიდან რეგიონში ორ-ორი ფაქტი გვქონდა და ყოველწლიურად დაავადებული ორიდან ერთი შემთხვევა ლეტალურად სრულდებოდა“ - ციტირებს აჭარის ტელევიზია ნიჟარაძის კომენტარს.

ექიმების განმარტებით, მენინგოკოქცემიის სიმპტომებია: სიცხე, ყელისა და თავის ძლიერი ტკივილები და წერტილოვანი სისხლჩაქცევები. დაავადება გადამდებია, შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს.

დაავადების რისკის ქვეშ 1-დან 14 წლამდე მოზარდები ითვლებიან. გარდაცვალების რისკი 20%-დან 40-%-მდეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს დაბალი, ან რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]