weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

709 ათას ლარიანი ტენდერი დიმიტრი ქუმსიშვილის ნათესავის კომპანიამ მოიგო

18:26 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, მედია ჰოლდინგ „პალიტრაში“ შემავალი კომპანია შპს „ედლაინი“ ბიუჯეტიდან 709 ათას ლარს მიიღებს. „ედლაინის“ 75 %-იანი წილის მფლობელი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი ირაკლი თევდორაშვილია.

თავად ქუმსიშვილი 2011-2012 წლებში „პალიტრა მედიის“ ბიზნესგანვითარების დირექტორი იყო.

709 ათას ლარად „ედლაინმა“ უნდა უზრუნველყოს ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ანიმაციური-ვიდეო კლიპების, მიკრო ფილმების, აუდიორგოლების შექმნა და გავრცელებაა,  ასევე სხვადასხვა გადაცემაში და სოციალურ ქსელებში უნდა აწარმოოს ფაროსანასთან ბრძოლის პიარ კამპანია.

„გუშინ ნიკანორ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა განცხადება: „გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი. და ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელიც უკონკურენტო იყო, ანუ არ ჰყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი? ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა“.

„ედლაინის“ განმარტებით, კომპანიამ ელექტრონული ტენდერი 709 601 ლარად, ანუ საწყის ფასზე 177 399 ლარით იაფად მოიგო.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ, რადგან დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, ჩვენმა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ არ უნდა მიიღოს ტენდერსა თუ კონკურსში მონაწილეობა და არ შეასრულოს მომსახურება, რომელსაც დიდი მონდომებით, წარმატებით ასრულებს და ავითარებს“, - ნათქვამია „ედლაინის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკანორ მელიას განცხადებას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც გამოეხმაურა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ნიკანორ მელია ერთი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს და რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან თვალებში პროკურორს უნდა ჩახედოს და არა მე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ის არის ყველაზე უარყოფითი და წარუმატებელი პერსონაჟი, რომელსაც სჭირდება შოუს დადგმა და ამ შოუს დადგმაში, მე მას, რა თქმა უნდა, არ დავეხმარები. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკანორ მელია გულზე სკდება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება - მარტის თვეში გვაქვს 5.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ ეს პოზიტიური მოვლენა“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მან ტელევიზიიდან შეიტყო იმ ტენდერის შესახებ, რომელზეც იყო საუბარი. მისი თქმით, ეს ტენდერი, მიღებული ინფორმაციით, ჩატარებულია სრულიად გამჭვირვალე, ელექტრონული წესით, კონკურენტულ გარემოში და კომპანიამ დაიმსახურა გამარჯვება იმიტომ, რომ დადო დაბალი ფასი და დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რომელიც ტენდერის პირობებში იყო გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]