weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ

11:54 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და ბიზნეს-სუბიექტებს მოუწოდებს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულია.

პრემიერ-მინისტრმა შს სამინისტროს მოუწოდა, კანონის აღსრულებაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს.

„1-ელი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ, გაგებით მოეკიდონ ამას“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]