ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას.
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი.
განაცხადების მიღება იწყება 2018 წლის 1-ელ მაისს და მთავრდება 1-ელ აგვისტოს, 18:00 საათზე.
განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
- განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური;
- განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
- განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
- განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
- სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
- მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.
განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://iie.embark.com/apply/ffsp
მათ უნდა წარადგინონ 3 რეკომენდაცია, ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე.
შესარჩევი პროცესი მოიცავს სამ ფაზას. სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები: TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.
GRE - სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;
GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.