weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცხინვალის რეგიონში 22 წლის თბილისელი მამაკაცი დააკავეს

18:07 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებული პირი თბილისის მცხოვრებია.

საქართველოს მოქალაქე 2 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე სოფელ სათიყარში დააკავეს. აღნიშნული სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მასალები რეაგირებისთვის უშიშროების სამსახურს გადაუგზავნეს.

დაკავების ფაქტს ადასტურებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„ამ პროცესში ჩართული არიან როგორც ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმისათვის, რომ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს. წლების განმავლობაში უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ხორციელდება და 22 თებერვალს, ყველაზე უარესი - ტატუნაშვილის დაკავება და მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]