weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა

10:48 პარასკევი, 04 მაისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვა არაეთიკური რეკლამაა.

„აიისას“ დამფუძნებელ ანა გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე შეადგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა. მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია [ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი] არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

სასამართლოში ანა გაჩეჩილაძის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავდა. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ.

„გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არაფერი გააჩნია საერთო არც ადამიანის უფლებებთან, არც სამართალთან. ეს არის დაბრუნება შუასაუკუნეების ინკვიზიციაში, რომელსაც სახელმწიფოს სახელით გვამცნობს თბილისის საქალაქო სასამართლო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელ-ნელა იქცევა ფარატინა ქაღალდად და ბატონობას იწყებს უმრავლესობის ან საზოგადოების ნაწილის ნება მორალის ზნეობის და ღირსების სახელით. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა“, - განაცხადა GDI-ის იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.

„აიისა“ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]