weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ შაშიანში TBC Pay-ს აპარატი გატეხეს

11:56 პარასკევი, 04 მაისი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. TBC Pay-ს აპარატი ერთ-ერთ მაღაზიაშია განთავსებული. ქურდები შენობაში სავარაუდოდ გამთენიისას შევიდნენ. ამ დროისთვის წაღებული თანხის ოდენობა უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

სოფელ შაშიანში მერის წარმომადგენლის სპეციალისტის, თამარ გოგაშვილის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში შაშიანში ქურდობის შემთხვევები გახშირდა. დაახლოებით 1 თვის წინ სოფლის ცენტრში მდებარე აფთიაქი გაქურდეს და 300 ლარამდე წაიღეს. მანამდე, დაახლოებით 4 თვის წინ, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი გატეხეს და 6 000 ლარი მოიპარეს. ბანკომატის გატეხვა შემდეგშიც რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც ბანკმა საზოგადოებრივი ცენტრიდან მისი აღება გადაწყვიტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]