weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სერგეენკომ განმარტა, რატომ ღირს თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში

16:15 პარასკევი, 04 მაისი 2018

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რატომ ღირს თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. მინისტრის თქმით, დაბალ ფასს ბაზრის სიდიდე და ფარმაწარმოებაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებს.

„ჩვენგან განსხვავებით თურქეთი, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, უბრალოდ, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო, თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთსა და იმავე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების საყიდლად თურქეთში ხშირად მიდიან. აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ბათუმში მცხოვრებმა კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული წამალი თურქეთში სამჯერ უფრო იაფად იყიდა, ვიდრე ეს საქართველოში ღირს. მომხმარებლები ამბობენ, რომ თურქეთში მედიკამენტის ხარისხიც უკეთესია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]