„დალაობის“ შემდეგ სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები, მათ შორის თუშების ფოლკლორული ანსამბლი „კესელო“ და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
მოეწყობა ტრადიციული თუშური სამზარეულოს კუთხე და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
13:00 საათზე გაიმართება ტრადიციული დოღი, სადაც რვა საუკეთესო მხედარი გამოვლინდება. პირველი სამეულს სამწყემსო ნაბადი, თოხლი, ჩითები და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.
ზეზვაობის დღესასწაულზე „თუშეთის განვითარების ფონდი“ დააჯილდოვებს 2017 წლის საუკეთესო მოსწავლეებს ქვემო ალვანის, ზემო ალვანის (I და II სკოლები), კასრისწყლისა და ლალისყურის საჯარო სკოლებიდან.
სახალხო დღესასწაული არასამთავრობო ორგანიზაციების „თუშეთის მომავლის საზოგადოებისა“ და „თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით იმართება.
1659 წლის ბახტრიონის აჯანყების გმირის - ზეზვა გაფრინდაულის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ზეზვაობა“, ტრადიცულად მაისის ბოლო კვირაში აღინიშნება.