შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო ოთახში მოკლეს. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მკვლელობის საქმე ამ დრომდე არ არის გახსნილი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაში გადავიდა. გახარიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ საზოგადოება უახლოეს პერიოდში ამ საქმეზე ახალ ნიუანსებს შეიტყობს.