დარღვევები სამზარეულოებში გამოვლინდა. სამივე საბავშვო ბაღის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რაც 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, სამზარეულოს და კვების ბლოკის დამხმარე სათავსოების ჭერი და კედლები არ იყო შეღებილი ორთქლმედეგი საღებავით, ასევე პრობლემები იყო ვენტილაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლის წინ ჩატარდა, თუმცა უხარისხოდ.
ლელა თევდორაშვილის თქმით, სამივე საბავშვო ბაღის კვების ბლოკებში სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სამუშაო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.