weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში წყალმომარაგების ჭაში 20 დღის მკვდარი ძროხა იპოვეს

16:41 შაბათი, 05 მაისი 2018

ბათუმში, სოფელ ახალსოფელში წყალმომარაგების სამანიპულაციო ურდულის ჭაში ჩავარდნილი მკვდარი ძროხა იპოვეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ძროხა ჭაში 20 დღის წინ ჩავარდა და მას შემდეგ მის ამოყვანას ითხოვდნენ, მაგრამ კომპანიამ ყურადღება არ მიაქცია.

ახალსოფელს წყლით „ბათუმის წყალი“ ამარაგებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ნოღაიდელმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ჭაში ცხოველის ჩავარდნა და სიკვდილი სასმელი წყლის ხარისხზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„გუშინ შევიტყვეთ, რომ სამანიპულაციო ურდულის ჭაში მსხვილფეხა პირუტყვი იყო ჩავარდილი. შესაძლოა ჭას სახურავი ბოლომდე არ ჰქონდა დაფარებული და ამიტომ ჩავარდა. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, ვითომ ჭას სახურავი საერთოდ არ აქვს. ამ ჭიდან წყლის განაწილება ხდება. ცხოველის ნეშტს სასმელ წყალთან შეხება არ ჰქონია. წყალის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება, არის დაცული და დაქლორილი“, - აღნიშნა ელენე ნოღაიდელმა.

კომპანია „ბათუმის წყლის“ 100 %-იანი წილის მფლობელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტია. კომპანია ქალაქ ბათუმს და მიმდებარე ტერიტორიის 124 ათას მცხოვრებს ემსახურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]