მიკროავტობუსს ტურისტები ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა. ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა, დაშავებულები კი მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.