weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

11:11 ორშაბათი, 07 მაისი 2018

თბილისში ჩატარდა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც 70 დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. ნიმუშების შეფასების შემდეგ, გამარჯვებულების დაჯილდოება დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება.

ღვინოები ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე მეღვინე გიორგი დაქიშვილია. ჟიურიში მოწვეული იყო ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკიც.

„შესანიშნავი იყო იმის ნახვა, როგორ გაიზარდა ღვინის ხარისხი, უპირველესად საგრძნობლად გაუმჯობესებულია ღვინის სისუფთავე. ჩანს როგორ მონდომებით მუშაობენ ქართველი მწარმოებლები იმისათვის, რომ მათი ღვინოები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვდეს მათი პროდუქცია“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. მისი მიზანია საუკეთესო ქვევრის ღვინოების გამოვლენა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და მისი წარმოების ხელშეწყობა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა. პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]