მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და შეკვეთილში, „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე შევა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა რკინიგზის ცენტრალური სადგურის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.
Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი 19 მაისს ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. კონცერტი კომპოზიტორის მოღვაწეობის 60-წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მორიკონესთან ერთად, საქართველოში 121-წევრიანი ორკესტრი ჩამოვა. კონცერტში ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 70-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს.