შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სამართალდამცავებს ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.