დაჭრილი ჯერ სოფელ ტყვიავის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან.