weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სუს-ი „სოციალისტურ საქართველოს“ აფრთხილებს, 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკა არ გამოიყენოს

13:20 სამშაბათი, 08 მაისი 2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია გააფრთხილა, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოიყენონ.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მოგმართავთ არ დაუშვათ ან აღმოფხვრათ ზემოხსენებულ ღონისძიებებზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს „თავისუფლების ქარტიის“  საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე სულხან გოცაძე აწერს.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო. კანონის მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა; თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება; კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა; კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აღნიშნული გაფრთხილების შეუსრულებლობა გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]