საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიურენოვან სამყაროშიც.
საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემა ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ასევე მოეწყობა ქართული კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და მოეწყობა ქართული კულინარიის მასტერკლასები.