weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აუტიზმის მქონე ბავშვების დასახმარებლად სახელმძღვანელო ითარგმნა

16:46 სამშაბათი, 08 მაისი 2018

საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საგამომცემლო სახლმა „დედანმა“ ცნობილი ექიმისა და პედაგოგის ტარა დელეინის სახელმძღვანელო გამოსცა სახელწოდებით „101 თამაში და აქტივობა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“.

განათლების სამინისტროს განცხადებით, წიგნი ქართულ ენაზე თარგმნილ სახელმძღვანელოებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. ის წარმოადგენს ფასდაუდებელ გზამკვლევს მასწავლებლების, მშობლების, ტრენერების, დღის ცენტრების აღმზრდელებისა და ასევე ინკლუზიის თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. მასში თავმოყრილია ტარა დელეინის მრავალწლიანი თერაპიული და პედაგოგიური წარმატებული საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ასპექტები. ავტორი პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გვიჩვენებს ბავშვის განვითარებისა და სწავლების მრავალფეროვან გზებს.

წიგნის ქართული თარგმანის გამოცემაში თავისი წვლილი შეიტანეს ორგანიზაციებმა: - „მაკლეინის ასოციაციას ბავშვებისათვის“, „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) და „საქართველოს ბავშვები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]