weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიღნაღის რაიონში ჯუგაანი, ტიბაანი და ბოდბისხევი დაისეტყვა

18:11 კვირა, 28 მაისი 2017

სიღნაღის რაიონში სოფლები ჯუგაანი, ტიბაანი და ბოდბისხევი დაისეტყვა. როგორც „რეგინფოს“ ჯუგაანში გამგებლის წარმომადგენელმა მირიან ალადაშვილმა უთხრა, ბოსტნეულისა და ვენახების 70-80% განადგურებულია.

„სეტყვა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე მოვიდა. ძლიერი სეტყვა იყო. ნახევარი საათი გაგრძელდა. ნაკვეთში ვიყავი და მანქანით გადაადგილებას ვერ ვახერხებდი. დაისეტყვა ვენახები და მინდვრები. განადგურებულია სიმინდი, მზესუმზირა, ხორბალი. ასევე, ხეხილი, კიტრის, საზამთროს და მარწყვის ბაღები. წელს სეტყვა ჩვენთან პირველად მოვიდა“, - ამბობს მირიან ალადაშვილი.

მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა სეტყვა უკვე დაწყებული იყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გურჯაანის და ლაგოდეხის სოფლები დაისეტყვა, სადაც განადგურდა სიმინდის ნათესები, ბოსტნეული და ვენახები. მანამდე დაისეტყვა გურჯაანის რაიონში სოფლები ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი. 7–8 მაისს ძლიერმა სეტყვამ ახმეტის და გურჯაანის რაიონებში 8 სოფელი დააზარალა. ახმეტაში დაისეტყვა სოფლები ქისტაური, ახშანი, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი, გურჯაანში – მუკუზანი, ველისციხე, ახაშენი და ჩუმლაყის ნაწილი.

ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მართავს, 1-ლი აპრილიდან სამუშაო რეჟიმშია და სეტყვასაშიში ღრუბლების გასანეიტრალებლად რაკეტებს ისვრიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]