weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 მაისს საქართველოში 73-ედ აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე

10:37 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით 9 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. გორში აქცია-მსვლელობას მართავს „უკვდავი პოლკი“. სტალინის სახლ-მუზეუმთან მიტინგს გამართავს კომუნისტური პარტია, რომელიც კანონით დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას აპირებს. დღესვე, გორში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიმართავენ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით.

ანტიტოტალიტარულ ფორუმს გამართავს საინიციატივო ჯგუფი „მარო“ (სახელი შერჩეულია მარო მაყაშვილის პატივსაცემად), რომელიც 10 მაისიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს გორის ცენტრალური ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით.

ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 676 ვეტერანი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული 2628 პირი ცხოვრობს.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს დასრულდა, მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს - მოსახლეობასთან შეფარდებით დაღუპული ჯარისკაცების პროცენტული მაჩვენებელი უპრეცედენტოა - ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქერჩთან - 120 ათასი ქართველი დაიღუპა. 700 ათასი ქართველიდან 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ის 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეიწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

9 მაისი საქართველოში დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]