weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის – სერგეენკო

17:13 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

„არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური შედეგის მოტანა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები.

„კიდევ ერთხელ მინდა, ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაციით ბოლო სამ კვირაში თბილისში ხუთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე კი საავადმყოფოში მოხვდა. ყველა მათგანი გარდაცვალებამდე ღამის კლუბში იმყოფებოდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ 5 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავ ბაზარზე გავრცელებულია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. ერთ-ერთ ასეთ ნარკოტიკად „მეფედრონი“ იგივე ე.წ. აბაზანის მარილი სახელდება.

„ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ფენტალინი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი). მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ დივერსიას, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, - აღნიშნეს „თეთრი ხმაურის მოძრაობაში“.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, „მეფედრონის“ რეგულარული მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, პარანოიას, დეპრესიას, ჰალუცინაციას, მძიმე პანიკურ შეტევას და გულის მწვავე უკმარისობას. „მეფედრონის“ სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღება შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს.

ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ნარკოტიკების რეალიციის ბრალდებით მარნეულში, ფონიჭალასა და თბილისში 9 პირი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]