weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

17:22 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018
სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება ფოტო © იუსტიციის სამინისტრო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უდაბნოსა და მისი მეზობელი სოფლის მცხოვრებლებს პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ.

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან.

„პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. მისი ავტორი არქიტექტორი მიხეილ გიორგობიანია. სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისაგან უდაბნოს საზოგადოებრივ ცენტრს მხოლოდ ფართი და ვიზუალური მხარე განასხვავებს; მომსახურების სტანდარტი და მაღალი ხარისხი აქ ისეთივე იქნება, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია. ამ ეტაპზე პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად.

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარეობს, ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სვანეთიდან ეკომიგრანტებით არის დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონაშია. სოფელ უდაბნოზე გადის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი გზა.

მინისტრის თქმით, უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფლის მოსახლეობას სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს.

საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული მუნიციპალური ცენტრებიდან. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]