weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფლის სკოლებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები გაიხსნება

23:52 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება. სკოლა გააერთიანებს საბავშვო ბაღს, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს.

„ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება. სოფლის სკოლები უნდა გახდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლები იქნება ღია მთელი სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც მათ შეეძლებათ გააგრძელონ განათლება თუ ამის სურვილი გააჩნიათ. ისწავლონ, გაიღრმავონ ცოდნა. აქ იქნება მრავალი კულტურული ღონისძიება.

ეს სერიოზულ შედეგს მოგვიტანს. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩართული იქნება იმ სოფელში მდებარე სკოლის ცხოვრებაში. ამ გზით მიიღწევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების უწყვეტობა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, იგეგმება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ Minecraft Education Edition-ის სკოლებში დანერგვა. თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას პედაგოგები გარკვეული საგნების სწავლების დროს გამოიყენებენ, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების ხელშეწყობასაც. კერძოდ, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს სეზონური სამეცნიერო სკოლების ფუნქციონირებას. გაიზრდება ხელმისაწვდომობა ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე. ბანაკების ინტერნაციონალიზაცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უცხოელ თანატოლებთან დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას.

განათლების მინისტრის თქმით, სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე - ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ხარისხის ამაღლებას ემსახურება, რაც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია და გარკვეული კომპონენტების განხორციელება უკვე დაწყებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]