weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის თეატრის შენობის უსაფრთხოების შესამოწმებლად ტენდერი ჩაიშალა

11:37 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. მერიაში განმარტეს, რომ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის საპროექტო სამუშაოებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი. თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით, ტენდერი განმეორებით უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„იმედი მაქვს, ყველა დეტალს გაითვალისწინებენ რის გამოც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ტენდერი. არავინ არ ისურვა ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება.იქნებ ამჯერად მაინც გამოჩნდნენ კომპეტენტური მსურველები. თუმცა, თვითმმართველობას ჰქონდა უფლება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება პირდაპირი წესით გაეფორმებინა, სამხარაულის ექსპერტიზას დაედო როგორც საექსპერტო დასკვნა, ისე შესასრულებელი სამუშაოების პროექტი“, -აღნიშნა თენგიზ ხუხიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

6 თებერვალს თეატრის ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დასი სპექტაკლებს მანამდე არ განაახლებს, ვიდრე არ დადასტურდება, რომ შენობაში ყოფნა უსაფრთხოა.

„ეს ახალი შენობაა, მაგრამ ყოველ წვიმაზე ვიტბორებით, ყველაფერი ცვივა. 2016 წელს ლიფტი ჩამოვარდა და ადამიანი დააზიანა. დასმა ბევრჯერ მიმართა მერიას, რომ შეემოწმებინა შენობის უსაფრთხოება. მათ მიიღეს ეს შენობა ექსპლუატაციაში და მათვე უნდა შეემოწმებინათ“, - აცხადებდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფოთის თეატრის განახლებული შენობა 2014 წლის 31 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფოთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან ერთად გახსნა. შენობის მშენებლობაზე ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]