weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 მაისს კახეთის ექვს რაიონში სეტყვის მოსვლის ალბათობა 80-100% იყო

12:26 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, 8 მაისს, კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა და ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 80-100% იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 23 მმ.

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, რეგიონში სამხრეთ მიმართულებიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები საერთო ფართობით 565 კვადრატული კილომეტრს შეადგენდა, რომლის განეიტრალებასაც რამდენიმე ათეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა დასჭირდა.

ღრუბლის მასები 18:09 საათიდან 22:40 საათამდე რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]