weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფარავნისა და საღამოს ტბები შესაძლოა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს

13:06 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ჯავახეთში მდებარე საღამოს და ფარავნის ტბების პოტენციალს სწავლობს, რის შემდეგაც გადაწყდება რამდენად შესაძლებელია ორივე ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს.

„ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დავითაშვილმა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც დაცულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

ფარავნისა და საღამოს ტბებისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით არსებული შესაძლებლობები მინისტრებმა ადგილზე განიხილეს.

„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს. კანიონი ბუნების ძეგლია, რომლის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერები განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით. კანიონი უახლოეს მომავალში უამრავი ვიზიტორისთვის საინტერესო ობიექტი იქნება. იგეგმება კანიონამდე მისასვლელი დაახლოებით 2 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, ასევე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]