weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ჭაჭკარში მესხური ჯიშის ვენახის აღდგენა დაიწყება

13:56 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭაჭკარში, რომელსაც 2016 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მესხური ჯიშის ვენახის აღდგენა დაიწყება.

ჭაჭკარიდან ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება ხდებოდა - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში კი დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელის გარდა, სოფელში შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტში აღდგენილ ტერასებზე ახლადგაშენებული ვენახები დაათვალიერეს.

ვენახები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე დაცული ჯიშებით „თიბისი“ ჯგუფმა აღადგინა. ტერასებზე გაშენებული ვენახი რეგიონისთვის დამახასიათებელ მიკროგარემოს ქმნის.

სოფელ ზიკილიაში, მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ყურძნის ჯიშების კოლექციონერის, ემზარ გაჩეჩილაძის მიერ ახლადგაშენებული ვენახები დაათვალიერეს, სადაც სანერგე მეურნეობაც არის მოწყობილი და იშვიათი მესხური ჯიშების გავრცელების საშუალებას იძლევა. ემზარ გაჩეჩილაძე გაშენებული მესხური ჯიშის ყურძნისგან - მესხური მწვანე, სამარიებო, ასპინძური შავი და საფარულა ღვინოს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელიც არსებული შესაძლებლობების ბოლომდე ათვისებასა და ისტორიული ადგილების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]