weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთში ბავშვს მაღაზიაში ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური საშუალება მისცეს

17:06 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად საკანალიზაციო მილების საწმენდი ქიმიური საშუალება „კროტი“ შეჭამა. ბავშვი თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, „ბევრილ ჯგუფის“ ერთ-ერთ მაღაზიაში ბავშვის ბებიამ შვილიშვილისთვის ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და „კროტი“ მისცა.

„ბავშვს კანფეტი უნდოდა და შეცდომით აიღო. თვითონ უთქვამს ეს მინდაო. ბებიამ რომ გახსნა და მისცა, ბავშვმა სიმწრისგან ყვირილი დაიწყო. ენა და ტუჩები გაუსივდა. ეს არის მჟავა, რომელსაც ონკანის გაჭედილ მილებში ყრიან რომ გასუფთავდეს“, -ციტირებს „რუსთავი 2“ ერთ-ერთი თვითმხილველის კომენტარს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა მაღაზიის გამყიდველი დაკითხეს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]