weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ

17:39 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

„გუშინ იყო 9 მაისი, გამარჯვების დღე და გვქონდა შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან. ძალიან ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული დღე იყო. ისინი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად და რა თქმა უნდა, იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას, არიან განსაკუთრებული ადამიანები - უკვე ხანდაზმულები, თუმცა ძალიან მეომრული შემართებით. პრაქტიკულად, მთელი დღე გუშინ მათთან ერთად გავატარე და ახლა, მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან, ძირითადად, ეკონომიკურ ბლოკთან.

მინდა, გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ.

მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ სახელმწიფოს მხრიდან.

ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერებისა და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მათგანს მივულოცო დღე, რომელიც მათთვის და მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიოს ომის 668 ვეტერანი ცხოვრობს. მათი პენსია 180 ლარია, ამასთან კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 44 ლარი ემატებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, პენსიის გაორმაგება როდიდან მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]