ხანძარი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ამ დროს ბინაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა მწოლიარე მამაკაცის გარეთ გამოყვანა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება დაშავებულებს, მათ კვამლით ინტოქსიკაცია აღენიშნებათ და საავადმყოფოში მკურნალობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია მოხდა. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი.