weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს 15 აგვისტოდან დაიწყებს

11:58 პარასკევი, 11 მაისი 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს 15 აგვისტოდან განახორციელებს. კომისია 24 საათიან რეჟიმში შეამოწმებს რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს.

კომისიის მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლამდე, ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნაზე კომისია უკვე 10 თვეა მუშაობს. კომისიის მიზანია მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდეთ ინტერნეტის ხარისხი და იმ თანხის ადეკვატური მომსახურება მიიღონ, რასაც პაკეტებში იხდიან.

ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებ-გვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მიმართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]