ძლიერი წვიმის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალაუბანსა და ბაკურციხეს შორის, ბარჯისხევში, ერთ-ერთი ხევი ადიდდა და წყალი და ქვა-ღორღი ბაკურციხე-თბილისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადმოვიდა. ღვარცოფის გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილები ვეღარ გადაადგილდებოდნენ.
ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის გზა ცალმხრივად არის ღია.
როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, დაახლოებით ნახევარ საათში ავტომობილების მოძრაობა ორმხრივად აღდგება.