შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 1015 შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა.