weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგაზრდების ნაწილის ქცევამ წარმოშვა კონტრაქციის ჩატარების საფუძველი - საპატრიარქო

22:54 კვირა, 13 მაისი 2018

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საპატრიარქოს განცხადებით, უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა, ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრაქციის ჩატარებისა.

„ჩვენი მოქალაქეები შეძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს);

მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა, ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე კი „საქართველოს ეროვნული ერთობის“, „ქართული მარშის“ და სხვა ორგანიზაციების წევრი ახალგაზრდები და აქტივისტები არიან შეკრებილი და ითხოვენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვონ.

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ორივე მხრიდან პოლიციელებს აქვთ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]