weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ არხილოსკალოს სივრცითი განვითარების და მიწათსარგებლობის გეგმა ექნება

15:20 სამშაბათი, 15 მაისი 2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ არხილოსკალოს სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ქსელის (Rec Caucasus) დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი არხილოსკალოში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას - მიწის ნაკვეთების რუკებს, გეგმებს, მიწის ნაკვეთის კატეგორიებს, არსებულ განაშენიანებას და სხვა მონაცემებსდედოფლისწყაროს მერიას მიაწვდის. მერია კი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით სოფლის სივრცით-ტერიტორიული განვითარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას მოამზადებს.

„ეს იქნება მაგალითი მთლიანად ქვეყნისთვის, თუ როგორ შეიძლება, მარტივად, რეგისტრაციის სრულყოფილი მონაცემების საფუძველზე შედგეს სრულყოფილი მიწათსარგებლობის გეგმა კონკრეტული არეალისთვის,“ - აღნიშნა ივანე ცარციძემ.

არხილოსკალო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, სადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]