სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დედოფლისწაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით პაციენტის თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. გოგონა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მძღოლი დაკავებული არ არის.
შსს-ს ტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 1015 შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიების შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა.