weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს ბანკის დაყაჩაღებისთვის სამ პირს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

13:26 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები - გ.გ., ლ.ს. და ბ.გ. დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლ.ს და ბ.გ. შეიჭრნენ თბილისში, ქინძმარაულის შესახვევში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრის ფილიალში, ხოლო გ.გ. კი ცდილობდა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას. თავდასხმის დროს ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბანკის მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგადაც თავდამსხმელები ჯგუფურად დაეუფლნენ „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას - 4 254 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.გ. და ლ.ს. 20 დეკემბერს, თბილისში, ხოლო ბ.გ. 21 დეკემბერს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]