კომპანია „ზიპ ექსტრემის“ წარმომადგენლის ზურაბ კანდელაკის თქმით, ორ ბაქანს შორის, 30-40 მეტრ სიმაღლეზე გაჭიმული ფოლადის კაბელის სიგრძე 390 მეტრია.
ზიპლაინით დაშვების ფასი ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, როგორც ზურაბ კანდელაკმა აღნიშნა, ერთი დაშვება დაახლოებით 30 ლარი ეღირება.
ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.