ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე.
ასევე, 22 მაისიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს. ტელეფონი: 595 05 06 85, 595 05 06 73, ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge