weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა, ღმერთთან ბრძოლაა - მეუფე შიო

17:01 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018
ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა, ღმერთთან ბრძოლაა - მეუფე შიო ფოტო © პირველი არხი

ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ეს არის ადამიანის ამაღლებასთან ბრძოლა, განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგებისას.

ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს აღნიშნავს. მეუფე შიოს თქმით, როგორც არასდროს, ისე იყო საჭირო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის სტატისტიკა საგანგაშოა. ამ დღის დაწესებისთვის მეუფემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა.

„სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია, ამიტომაც დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებები.

უმთავრესი გზა საერო პირისთვის ოჯახური ცხოვრებაა, ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა კი, ღმერთთან ბრძოლაა. ღმერთმა როდესაც შექმნა ადამიანი, ადამიც და ევაც ოჯახად შექმნა. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ამბობენ, ეს არის ის ფორმა ყოფიერების, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამიტომ ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. უფალმა ინებოს, რომ არასდროს დავთმოთ ეს სიწმინდე და შევინარჩუნოთ. ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მან მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. იესო ქრისტემ ზეცად ამაღლებით ჩვენ გაგვიხსნა ზეცა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ამაღლებას კიდევ მეორე მნიშვნელობა აქვს, უფლის ამაღლებით აღსრულდა ის დანიშნულება, რომლისთვისაც ადამიანი იყო შექმნილი დასაბამიდანვე. თავისი ზეცად აღსვლით, ადამიანის ბუნება არის თანაზიარი ძე ღმერთის ხელმწიფების და დიდების. უფალმა ინებოს ჩვენი ერის ამაღლება“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.

დღეს თბილისსა და რეგიონებში საყოველთაო ჯვრისწერაც გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ჯვრისწერისთვის 400-მდე წყვილი იყო რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]