მძიმეა 20 წლის ვანო ბალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას შემავალი ჭრილობა აქვს გულმკერდის და მუცლის ღრუში. პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.